Archidea Real Estate Summit 2026-ზე

თარიღი: 2026-07-03

Real Estate Summit 2026-მა, რომელიც Forbes Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა Radisson RED Tbilisi-ში, გააერთიანა უძრავი ქონების, არქიტექტურის, ფინანსური სექტორისა და ურბანული განვითარების წამყვანი წარმომადგენლები. Archidea-ს თანადამფუძნებელი და CEO- გიორგი ქევანიშვილი, მონაწილეობდა სამიტის პანელურ დისკუსიაში, სადაც განხილვის მთავარი თემები იყო ენერგოეფექტური დიზაინი, თანამედროვე არქიტექტურა და ქალაქების მდგრადი განვითარება. დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს თანამედროვე დეველოპმენტმა მზარდი ქალაქების საჭიროებებს, გარემოსდაცვით გამოწვევებსა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნებს. Archidea-სთვის მდგრადი არქიტექტურა მხოლოდ პროფესიული მიმართულება არ არის — ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველი. თითოეულ პროექტში ვცდილობთ, შევქმნათ სივრცეები, რომლებიც აერთიანებს ინოვაციურ არქიტექტურულ ხედვას, ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებსა და პასუხისმგებლიან ურბანულ დაგეგმარებას. გვჯერა, რომ ხარისხიანი არქიტექტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალაქების გრძელვადიან განვითარებასა და ადამიანებისთვის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნაში. მადლობას ვუხდით Forbes Georgia-ს ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისთვის და გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვქონდა, პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად გვემსჯელა იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქალაქებისა და მომავალი თაობებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

ბოლო სიახლეები