სასტუმრო "Hilton"

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს წყალტუბოს ლეგენდარული სანატორიუმის რეკონსტრუქციას რომელიც პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში და იზიდავდა 125 ათასამდე დამსვენებელს. სასტუმრო შედგება 3 სართულისაგან რაც მოიცავს სტანდარტულ და ლუქს კლასის ოთახებს , ასევე ამ ოთახების სერვირებისათვის გათვლილი საკუჭნაო სივრცეების გათვალისწინებით; კონცეპტი მოიცავს რესტრანსა და რესტორნის მიმღებ სივრცეს, რომლის დიზაინიც განსაკუთრებული და უნიკალურია. იგი შესრულებულია ხის პანელებითა და ვენეციური სტილის კოლონებით. აღნიშნულ ზონაში პროექტის თანახმად გათვალისწინებულია მხოლოდ კედელთა ფერისა და ჭერის შეცვლა. ასევე რესტორნის ზონას შეუერთდება ლაუნჯ ბარ-ზონა, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ რესტორანი ორიენტირებული იქნება არა მარტო შიდა არამედ ღია ტერასული საღამოებისათვის. სასტუმროს პროექტის თანახმად შემუშავებულ იქნა ასევე მომსახურე პერსონალისათვის ოთახები და ლიფტი.

სახეობა სასტუმროები
მდებარეობა წყალტუბო, საქართველო
წელი 2017
სტატუსი მიმდინარე
ფართი 55976 კვ.მ.
მომხმარებელი შ.პ.ს
არქიტექტორთა გუნდი გიორგი ქევანიშვილი, შორენა თაყაიშვილი, ბაქარი ზაქარაშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე