სასტუმრო წავკისში

ტერიტორიის თავისებურებიდან გამომდინარე შენობის არსებული ნიშნულიდან ნაწილობრივ ხდება ქალაქზე პანორამული ხედების აღქმა, რამაც გადაგვაწყვეტინა პირველი სართულის მაქსიმალურად გახსნა, რათა შეგვენარჩუნებინა მწვანე სივრცის და ველური ბუნების შეგრძნება. რელიეფიდან გამომდინარე ტერიტორია დაიყო 3 დონედ და ამის მიხედვით პირველი და მეორე სართული რელიეფშია შერწყმული. -1 დონე დაეთმობა სავარჯიშო ფიტნეს სივრცესა და 16 ავტომობილზე გათვლილ პარკინგს , მეორე დონე სარესტორნო და გასართობ სივრცეებს, ხოლო მესამე დონე საცხოვრებელ ზონას.

სახეობა სასტუმროები
მდებარეობა თბილისი
წელი 2021
სტატუსი კონცეფტუალური
ფართი 3317 კვ.მ
მომხმარებელი -
არქიტექტორთა გუნდი ბესიკ თუთბერიძე, გიორგი სვანიძე