Buckswood სკოლა წყნეთში

კომპანია არქიდეას გუნდმა დაასრულა წყნეთში მიმდებარე ბაქსვუდის სკოლის ახალი სასწავლო კორპუსის არქიტექტურულ პროექტზე მუშაობა. სკოლის შენობა გათვლილია დაწყებითი სასწავლო საფეხურის 400 მოსწავლეზე და მოიცავს 20 სასწავლო აუდიტორიას, ადმინისტრაციულ ნაწილს, სპორტულ დარბაზსა და მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ სივრცეებს. ტყის პირას მდებარე სკოლის შენობა თავისი მასშტაბითა და გეგმარებითი გადაწყვეტით მაქსიმალურად ითვალისწინებს მიმდებარე ბუნებრივ პირობებს- ბეტონის, მინისა და ბუნებრივი ხის მასალის გამოყენებით შექმნილი ექსტერიერი კი ჰარმონიულად ერწყმის არსებულ გარემოს.

სახეობა

საგანმანათლებლო

მდებარეობა

თბილისი, საქართველო

წელი

2019

სტატუსი

დასრულებული

ფართი

3700 კვ. მეტრი

მომხმარებელი

Buckswood

არქიტექტორთა გუნდი

ნოდარ ჩარკვიანი, დავით ელიზბარაშვილი

ახალი პროექტები