იმედი ელ სათავო ოფისი

შენობა წარმოადგენს რკინა-ბეტონის კარკასულ ნაგებობას, ბრტყელი გადახურვის ტიპით. იგი შედგება 2 მიწისზედა სართულისაგან. არქიდეას არქიტექტორთა გუნდისათვის საინტერესო გამოწყევა იყო შენობის რესტავრაციის შემოთავაზება. ინტერიერის დიზაინი გადაწყდა ყოფილიყო ლოფტი, რათა ჰარმონიულად მომხდარიყო ძველისა და ახლის ჰარმონიული კოლაბორაცია და ერთმანეთთან ბალანსში მოყვანა, რაც გამოცდილი ჯგუფისათვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. მუშაობის პროცესში ფასადის სეგმენტები აღდგა და გადაიღება. საოფისე ფართები მოპირკეტთა ნესტგამზლე მაღალი ხარისხის ლამინატით ხოლო საერთო სარგებლობის სივრცეებში ხელოვნური გრანიტის ფილები დაიგო, სანიტარულ ზონებში კი კერამიკული ფილები. მეორე სართულზე დარჩა არსებული ბუნებრივი ქვის ფილები და კიდევ დამატებით მოხდა მეორე სართულის ჰოლში მაქსიმალურად მიმსგავსებული მარმარილოს ფილის მონტაჟი. მოეწყო ასევე ახალი თაბაშირმუყაოს ტიხრები. ხოლო მზიდ კონსტრუქციები აგურის კედლით შეივსო. ჩამონტაჟდა „მდფ“ კარებები ოთახებს შორის ხოლო სანიტარულ ზონებში კი ნესტგამძლე კარები დაინერგა. ჭერებზე დამონტაჟდა ბაგირებზე ჩამოკიდებული ინდუსტრიული სანათები. ასევე სათათბირო ოთახებში დამონტაჟდება გამწოვი სისტემა, ხოლო სათავსების კონდიცირება მოხდა სპლიტ სისტემებით. საერთო ჯამში პროექტი შედგა და სადაზღვეო კომპანია დიზაინის და უსაფრთხოების კუთხით სრულად დაზღვეული იქნა მოულოდნელობებისგან.

სახეობა

ინდუსტრიული პროექტები

მდებარეობა

თბილისი, საქართველო

წელი

2016

სტატუსი

მიმდინარე

ფართი

1411 კვ. მეტრი

მომხმარებელი

სადაზღვეო კომპანიაიმედი ელ

არქიტექტორთა გუნდი

გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე

ახალი პროექტები