კაკლები ტაბახმელაში

წარმოდგენილი პროექტი-ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი, მდებარეობს ტაბახმელაში, ქ.თბილისში. ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 1000 მ2, აღნიშნულ ნაკვეთზე შენობა ნაგებობები განთავსებული არ არის. ტერიტორია არ გამოირჩევა რელიეფურობით. პროქტი შედგება 2 მიწისზედა სართულისაგან. შენობის საერთო ფართი 222,5 მ2. ფართის პირველ სართულზე არის საერთო ოთახი,სამზარეულო, ჰოლი და სხვადასხა დანიშნულების ოთახები . პირველ სართულის ჰოლში განთავსებულია კიბე რომლითაც შესაძლებელია მეორე სართულზე მოხვედრა, სადაც განთავსებულია საძინებლები თავისი სველი წერტილებით და საგარდერობე ფართი. კონსტრუქციული თვალსაზრისით შენობა წარმოადგენს კარკასულ ნაგებობას, რომლის გარე კონტურზე შემავსებლად გათვალისწინებულია სამშენებლო ბლოკი შიდა კედლებისთვის სატიხრე ბლოკით ზომით. შენობას ბრტყელი სახურავი აქვს რომელსაც გააჩნია დათბუნება და წყლის გადაყვანისთვის აუცილებელი ქანობები. შენობის ფასადი ნაწილობრივ გალესილია და შეღებილია თეთრი ფერის საფასადე საღებავით, ხოლო დანარჩენი ნაწილი მოპირკეთდება დეკორატიული ხის მასალით. გამოყენებული ვიტრაჟები შავი ალუმინს ალათებშია ჩასმული. შენობა ბუნებრივი მასალების გამოყენებისდაგამო არ ვარდება ერთიანი კომპოზიციიდან და ავსებს პეიზაჟს.

სახეობა

საცხოვრებელი

მდებარეობა

თბილისი, საქართველო

წელი

2014

სტატუსი

მიმდინარე

ფართი

1000 კვ. მეტრი

მომხმარებელი

კერძო პირი

არქიტექტორთა გუნდი

გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე

ახალი პროექტები