Archidea წარმოგიდგენთ თანამედროვე საცხოვრებელი სახლის პროექტს , რომლის არქიტექტურული კონცეფცია რელიეფთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას ეფუძნება. დახრილი რელიეფის სპეციფიკა პროექტის მთავარ განმსაზღვრელ ელემენტად იქცა, რის შედეგადაც შენობა ორი მოცულობის კომპოზიციად ჩამოყალიბდა. ხის პანელებით მოპირკეთებული მოცულობა აერთიანებს საცხოვრებელ სივრცეებსა და ორგანულად უკავშირდება ეზოსა, გამწვანებულ სივრცეს. მის ზემოთ განთავსებული კონსოლურად გადმოწეულ მოცულობაში მოთავსებულია მყუდრო საძინებლები. ასეთი გადაწყვეტა ქმნის შიდა და გარე სივრცის გაყოფას, ამავდროულად ხაზს უსვამს შენობის მსუბუქ, თანამედროვე იერსახეს. პროექტში ვიტრაჟები ინტერიერს ბუნებრივი განათებით ავსებს. თეთრი შელესილი ზედაპირების, ბუნებრივი ხის, ბეტონისა და შავი მეტალის დეტალების კომბინაცია ქმნის მინიმალისტურ თანამედროვე არქიტექტურულ იერსახეს. ტერასები, სახურავის ღია სივრცეები და ლანდშაფტის ინტეგრირებული გადაწყვეტები ყოველდღიურ ცხოვრებას ბუნებრივ გარემოსთან აკავშირებს. პროექტი წარმოადგენს თანამედროვე საცხოვრებელი არქიტექტურის მაგალითს, სადაც ფუნქციურობა, ესთეტიკა და კონტექსტისადმი მგრძნობიარე დამოკიდებულება ერთიან ჰარმონიულ სისტემად ყალიბდება.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
ლისი
2026
მიმდინარე
- კვ. მეტრი
კერძო პირი
-