საცხოვრებელი სახლი პეტრიაშვილზე

რელიეფიდან გამომდინარე, პროექტი პეტრიაშვილის ქუჩაზე წარმოადგენს ტერასულად განვითარებულ ნაგებობას, რომელიც მნიშვნელოვნად გამოირჩევა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგებობებისგან როგორც დიზაინით ასევე უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. დღეის მდგომარეობით მიმდებარე ტერიტორია არის ქაოტურად განვითარებული ბარაკული ტიპის 1, 2, და 3 სართულიანი საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების შენობებით. საწყის ეტაპზ, არქიდეამ შეიმუშავა არა მხოლოდ აღნიშნული პროექტი, ასევე წარმოადგინა გეგმა მშენებარე ტერიტორიაზე ეგრეთწოდებული ხიმინჯების ფარდის მოწყობასთან დაკავშირებით, რათა თავიდან აეცილებინა მშენებარე კორპუსის ზეგავლენა მიმდებარე სახლებზე. რაც შეეხება თვითონ პროექტს, შენობა წარმოადგენს ტერასულად განვითარებულ ნაგებობას,რომელიც რჩეულიშვილის ქუჩის მხრიდან შეესაბამება ამ ქუჩაზე არსებულ დაგეგმარებას. შენობა რჩეულიშვილის ქუჩიდან იწყება ექვსი სართულით და ვითარდება ტერასულად. რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე პეტრიაშვილის და რჩეულიშვილის ქუჩებს შორის სიმაღლის სხვაობა შეადგენს 8 მეტრს,თუმცა ამის გამო დაპროექტების ეტაპზე გუნდ პრობლემა არ შექმნია. შენობას გააჩნია 3 დონიანი დახურული ავტოსადგომი რომელშიც შესაძლებელია 70 ავტომობილის განთავსება. ასევე არის გათვალისწინებული ღია ავტოსადგომიც. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 72 ბინა განთავსდება. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა მინი სპორტული და ბავშვთა სათამაშო მოედანები, ხოლო შენობის ბოლო სართულზე განთავსებული იქნება აუზი, რაც პროექტს მოიყვანს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში და არსებული ლანშაფტიდან გამოარჩევს მას. აღნიშნულ მრავალბინიან სახლს ძირითადი, როგორც ქვეითი ასევე ავტომობილებით მისასვლელები ექნება პეტრიაშვილის ქუჩიდან.

სახეობა

საცხოვრებელი

მდებარეობა

თბილისი, საქართველო

წელი

2014

სტატუსი

მიმდინარე

ფართი

11000 კვ. მეტრი

მომხმარებელი

კომპანია

არქიტექტორთა გუნდი

გიორგი ქევანიშვილი, შორენა თაყაიშვილი, ბაქარი ზაქარაშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე

ახალი პროექტები