არქიტექტურული კომპანია არქიდეა დაარსებულია 2013 წელს დავით ელიზბარაშვილის, გიორგი ქევანიშვილისა და ბესო თუთბერიძის მიერ. ჩვენ ვსაქმიანობთ არქიტექტურის, დიზაინის, და ურბანიზაციის სფეროში. ჩვენი პრიორიტეტებია ხარისხი, კრეატიულობა და ინდივიდუალური მიდგომა თითეული პროექტის მიმართ.
ჩვენი გუნდი შედგება მაღალი კვალიფიკაციის გამოცდილებისა და განსხვავებული ასაკის არქიტექტორებისგან, რომლებიც უფრო და უფრო ვითარდებიან და იძენენ გამოცდილებას, თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე. იმ მიზნით, რომ მოვიპოვოთ საუკეთესო პროექტები, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროს წამყვან სპეციალისტებთან და ყოველთვის მზათ ვართ სიახლეებისთვის.
არქიდეა გამოირჩევა გუნდური მუშაობით. ჩვენთან ყველა პროექტი იქმნება ინდივიდუალურად, კრეატიულად და ფუნქციონალურად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. არქიდეას გუნდი ყოველთვის ორიენტირებულია განვითარებაზე. ჩვენ ვცდილობთ ხარისხის გაუმჯობესებას და საინტერესო საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას.
არქიდეას მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და განსხვავებული არქიტექტურის შექმნა, რომელზეც დრო გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არქიტექტურამ უნდა შეასრულოს დიდი როლი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებებასა და სასიამოვნო გარემოს შექმნაში, რათა მათ იცხოვრონ, იმუშაონ და დაისვენონ სივრცეში, რომელიც აძლევს სტიმულს.