Archidea-ში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა – ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდნენ კომპანიის Pontus Development-ის წარმომადგენლები და იტალიური არქიტექტურული ბიუროს NOA- ს დამფუძნებლები Lukas Rungger და Stefan Rier. შეხვედრის პროცესში განხილულ იქნა ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები საქართველოში, სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში დაგეგმილი სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის პროექტის მომზადების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში გუნდებმა გაცვალეს აზრები და გამოცდილება, ერთმანეთს წარუდგინეს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტის მონახაზები, იდეები და ტექნიკური ხედვები. დისკუსიის ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა საპროექტო ტერიტორიის ისტორიული კონტექსტისა და ადგილობრივი კულტურული თავისებურებების დეტალური განხილვა. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რადგან როგორც Archidea, ისე NOA დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილის იდენტობას, კონტექსტს, მდგრადობას და გარემოში ჰარმონიულ ინტეგრაციას. ველოდებით ნაყოფიერ და კრეატიულ თანამშრომლობას, რომლის შედეგიც იქნება უნიკალური არქიტექტურული პროექტის შექმნა და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გუდაურის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში.