სასტუმრო ტელეგრაფი

თარიღი: 2025-06-20

კომპანია Archidea-მ მონაწილეობა მიიღო ტელეგრაფის შენობის ტექნიკური ნახაზების მომზადების პროცესში. ეს სამუშაოები მიმდინარეობდა პროექტის ავტორთან Neri&Hu - სთან და სილქ როუდ ჯგუფთან შეთანხმებით . შენობა 1964 წელს ქართველი არქიტექტორების, ლადო ალექსი-მესხიშვილისა და თეიმურაზ მიქაშავიძის მიერ დაიგეგმა. ის ადგილობრივებისთვის იყო მთავარი კავშირი გარე სამყაროსთან — აქ იგზავნებოდა ტელეგრამები და სრულდებოდა ზარები, სანამ სხვა კომუნიკაციები ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელდებოდა. რეკონსტრუქცია ჩატარდა „მწვანე არქიტექტურის“ ეკოლოგიური ოქროს სტანდარტის (LEED Gold standard) დაცვით. შენობაში მოეწყო სასტუმრო 239 ნომრით. შენარჩუნდა ფასადი , პირველ სართულზე დაგეგმარდა რესტორანი და საზოგადოებრივი სივრცეები.

ბოლო სიახლეები