სახლი ვორონცოვზე

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში . საპროექტო შენობა წარმოადგენს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, სადაც ყურადღება გამახვილებულია ბუნებრივი მასალების პლასტიკაზე და ღია სივრცეების მინიმალისტურ გადაწყვეტაზე. მოცულობა შექმნილია მოკლე მკაფიო ხაზებით, ხოლო ფასადზე გამოყენებულია ხის ფაქტურის პანელები და განსხვავებული წყობით შექმნილი აგურის კედელი. ეს ყველაფერი ქმნის საინტერესო და დახვეწილ ვიზუალურ იმიჯს. შენობის ღია აივნები მიუყვება მოცულობის კონტურს და მაცხოვრებლებისთვის უზრუნველყოფს კომფორტული საზაფხულო სივრცის შექმნას. ვიტრაჟები კი კარგი ბუნებრივი განათების მიღებას უზრუნველყოფს და ქუჩასთან დიალოგს ქმნის. ფასადზე განთავსებული ვიტრაჟები ამცირებს მასიურობას და ხაზს უსვამს შენობის თანამედროვე სტილს.

სახეობა

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი

მდებარეობა

თბილისი

წელი

2025

სტატუსი

მიმდინარე

ფართი

- კვ. მეტრი

მომხმარებელი

-

არქიტექტორთა გუნდი

-

ახალი პროექტები