არქიდეას მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი გამოირჩევა გეომეტრიის, მასალებისა და სინათლის დახვეწილი ბალანსით. დიზაინი ეფუძნება მინიმალისტური არქიტექტურის მახასიათებლებს, სადაც სუფთა ჰორიზონტალური სიბრტყეები, მონოლითური მოცულობები ქმნის ძლიერ და თანაც ელეგანტურ ვიზუალს. ტრავერტინის ქვით მოპირკეთება ფასადს სიმყარესა და თბილ ტონალობებს ანიჭებს, რაც კონტრასტშია მუქჩარჩოიან ვიტრაჟებთან. კონსოლებად გადმოსული ფილები და კედელში ჩასმული განათებები ხაზს უსვამს შენობის ჰორიზონტალურობას და ამავდროულად ქმნის დახვეწილ რიტმს. ინტეგრირებული გამწვანება და სახურავზე მოწყობილი მწვანე სივრცე არბილებს მონუმენტურობას და ინდივიდუალური სახლისთვის ამატებს ორგანულ ტექსტურას.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
ლისი
2025
მიმდინარე
- კვ. მეტრი
კერძო პირი
ლევან ჟორჟოლიანი, გიორგი ქევანიშვილი