NEXT AMANI - მდებარეობა: კენია, ნაირობი — დინამიკურ და განვითარებად გარემოში, რომელიც გათვლილია 250,000-ზე მეტ მცხოვრებზე. პროექტი Spectrum Architecture-თან კოლაბორაციით განხორციელდა. ეს კომპლექსი კომპლექსი შედგება ოთხი დამოუკიდებელი ბლოკისგან. თითოეული ბლოკი განსხვავებული სიმაღლისაა, რაც მთლიანობაში ქმნის გამორჩეულ და დინამიკურ სილუეტს. პროექტში გათვალისწინებულია ორი ძირითადი შესასვლელი, რომელთაგან თითოეული ემსახურება ორ საცხოვრებელ ბლოკს. აღნიშნული გადაწყვეტა გულისხმობს, რომ ერთი ვერტიკალური საკომუნიკაციო ბირთვი (ლიფტი/კიბე) საერთოა. თითოეულ ასეთ ბლოკთა წყვილს აქვს 3 ლიფტი და 3 კიბის უჯრედი, მათ შორის — 2 სამგზავრო და 1 სატვირთო ლიფტი. შენობა მოიცავს სხვადასხვა ფუნქციურ ზონებს: საცხოვრებელ სივრცეებს, საზოგადოებრივ ზონებს, ტექნიკურ სათავსებს, პარკინგს და სხვა დამხმარე ფუნქციებს. საზოგადოებრივ ნაწილში გათვალისწინებულია რესტორანიც, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი B1 დონიდან და ფუნქციურად უკავშირდება პირველ სართულს. გარდა ამისა, პირველ სართულზე განთავსებულია რამდენიმე კომერციული სივრცე, რომლებსაც აქვს დამოუკიდებელი შესასვლელები შიდა ბილიკებიდან. აღნიშნული ბილიკი აკავშირებს მთავარ შესასვლელს უკანა ეზოსთან და შემდგომ — საზოგადოებრივ რეკრეაციულ პარკთან. ბლოკებს 01 და 02-ს შორის, ასევე 03 და 04-ს შორის მოწყობილია მყუდრო შიდა ეზოები, ეს ყველაფერი ერთად კი უკავშირდება უკანა ეზოს და შემდგომ პარკის სივრცეს.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი
კენია,ნაირობი
2025
მიმდინარე
24492 კვ. მეტრი
NEXT Development
ბაქარ ზაქარაშვილი, სესილი ქარჩაიძე, გიორგი ასათიანი, ზუკა გოგბერაშვილი, ნიკა წიკლაური, გიორგი ღლონტი, გიორგი მებონია