კოტეჯები აბასთუმანში

აბასთუმანი საქართველოში უდაოდ გამორჩეული კურორტია, ამ ტერიტორიისთვის კი კომპანია არქიდეამ კოტეჯები შექმნა. პროექტი მოიცავს ხუთ ნაკვეთს, სადაც ადგილობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე აშენდება თანამედროვე კოტეჯები. პროექტი გამორჩეულია თანამედროვე, ბუნებრივი მასალებით, სუფთა ხაზოვანი ექსტერიერით და ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიული ინტეგრაციით. ნაგებობები სტილით ოდნავ განსხვავებული იქნება, ეს გაამრავალფეროვნებს გარემოს. მათ კი გააერთიანებს ტყის ხედზე გაშლილი ეზო და ბუნებრივად შენარჩუნებული კავშირი მდინარესთან. კოტეჯებთან მისასვლელი მთავარი გზიდან გათვალისწინებულია ორი მაკავშირებელი სამანქანო ხიდით. გზის გასწვრივ და მდინარის რამდენიმე გადაკვეთაზე, საფეხმავლო ხიდებია გათვალისწინებული, სადაც დამსვენებლები შეძლებენ, როგორც ფეხით, ასევე ველოსიპედით გასეირნებას, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივ გარემოსთან დაახლოვებას და ჯანსაღ დასვენებას.

სახეობა

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

მდებარეობა

აბასთუმანი

წელი

2022

სტატუსი

მიმდინარე

ფართი

- კვ. მეტრი

მომხმარებელი

-

არქიტექტორთა გუნდი

-

ახალი პროექტები