წარმოდგენილი ესკიზი დამუშავებულია კერძო პიროვნების დაკვეთით, ზემო წავკისის ტერიტორიაზე, ქ, თბილისში. საწყის ეტაპზე, ესკიზირების პროცესში, დაგეგმილი იყო 72 ერთეული საცხოვრებელი კოტეჯის დაგეგმა. ჩვენი ჯგუფის მიერ დამუშავებული იქნა 220 კვადრატული მეტრის მქონე ფართი, სადაც გათვალიწინებული იყო თავად საცხოვრებელი ფართი, კერძოდ მოდერნის სტილის საცხოვრებელი ბინები, ავტოსადგომითა და ღია ტერასებით. მთლიანობაში, კონცეფციით დაგეგმილი იყო ღია ტიპის გეგმარება ყოველგვარი ღობეებისა და მაღალი სამეზობლო მიჯნების გარეშე. მოპირკეთბა დაიგეგმა ბუნებრივი მასალებით, რათა ტერიტორიის ლანშაფტის გამეორება და ამოვარდნა არ მომხდარიყო ერთიანი პეიზაჟიდან. საბოლოო შედეგად კი რელიეფურ ტერიტორიაზე ულამაზესი გეომეტრული ტიპის კოტეჯები შემუშავდა, რაც, არქიტექტურული ხელოვნების თვალსაზრისით, ჟანრის უდაო ლიდერს წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი ამ ეტაპისათვის პროექტირების პროცესშია და მიმდინარეობს ერთიანი დეტალური კონცეფციისა და სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი სახლების პროექტების მომზადება.
აგარაკები
ზემო წავკისი თბილისი, საქართველო
2018
მიმდინარე
220 კვ. მეტრი
კერძო პირი
გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე