აგარაკები წავკისში

წარმოდგენილი ესკიზი დამუშავებულია კერძო პიროვნების დაკვეთით, ქვედა წავკისის ტერიტორიაზე, ქ, თბილისში. საწყის ეტაპზე, ესკიზირების პროცესში, დაგეგმილი იყო 85 ერთეული საცხოვრებელი კოტეჯის დაგეგმა და მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის მოწყობა. ჩვენი ჯგუფის მიერ დამუშავებული იქნა 122-147 კვადრატული მეტრი სასარგებლო ფართის მქონე საცხოვრებელი სახლი 4-5 საძინებლით, საერთო ოთახით, ღია ავტოსადგომითა და ღია ტერასებით. მთლიანობაში საპროექტო ტერიტორია მოიცავს 60000-70000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, რომელზეც პროექტირდება თანამედროვე სტილის საცხოვრებელი კომპლექსი. მთლიანობაში, კონცეფციით, დაგეგმილი იყო ღია ტიპის გეგმარება ყოველგვარი ღობეებისა და მაღალი სამეზობლო მიჯნების გარეშე. მოპირკეთბა დაიგეგმა ბუნებრივი მასალებით, რათa ტერიტორიის ლანშაფტის გამეორება და დიზაინის ამოვარდნა არ მომხდარიყო ერთიანი პეიზაჟიდან. საბოლოო შედეგად კი, რელიეფურ ტერიტორიაზე, ულამაზესი გეომეტრული ტიპის კოტეჯები შემუშავდა, რაც, არქიტექტურული ხელოვნების თვალსაზრისით, ჟანრის უდაო ლიდერს წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი ამ ეტაპისათვის პროექტირების პროცესშია და მიმდინარეობს ერთიანი დეტალური კონცეფციისა და სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი სახლების პროექტების მომზადება.

სახეობა

აგარაკები

მდებარეობა

თბილისი, საქართველო

წელი

2018

სტატუსი

მიმდინარე

ფართი

147 კვ. მეტრი

მომხმარებელი

კერძო პირი

არქიტექტორთა გუნდი

გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე

ახალი პროექტები