საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, სოფელი გუდაურის ტერიტორიაზე. საპროექტო ტერიტორია შედგება ორი მიწის ნაკვეთისაგან და მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 დან 2048 მეტრ სიმაღლეზე. იგი დაფარულია მცირე ზომის ბუჩქებით და კლდოვანი ზედაპირით. ტერიტორიაზე არის ასევე პატარა ნაკადულიც, რომელიც პროექტის თანახმად გახდება ერთიანი გეგმარების ნაწილი და ლანშაფტის დიზაინში მოხდება მისი ინტეგრირება, რაც პროექტის ბუნებასთან ჰარმონიაში მიყვანას შეუწყობს ხელს. პროექტი მდებარეობს მაგისტრალთან, თუმცა მასზე დაერთებისათვის დაიგეგმა დაერთების კვანძის მოწყობა, რათა მომხდარიყო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. ტერიტორია გამოირჩევა პანორამული ხედებით, სათხილამურო ტრასასთან სიახლოვით და ტერიტორიის კარგი ბუნებრივი განათებით. ტერიტორიაზე პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია 3 კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი სახლი, 8 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, 1 სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი და მრავალფუნქციური გასართობი ცენტრი, ასევე ბავშვთა გასართობი მოედანი, ღია სპორტული მოედანი და დახურული ავტოსადგომები. სრულად პროექტის მიხედვით განთავსებული იქნება 18 ერთეული 2,3 და 4 სართულიანი მანსარდული ტიპის სახლები, რომელთა ფართიც იწყება 50 მ2 დან. შენობა-ნაგებობების მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ბუნებრივი მოსაპირკეთებელი სამშენებლო მასალაები, რაც ხაზს უსვამს ასევე მის ლანშაფტთან ინტეგრაციას. აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტთან.
სასტუმროები
გუდაური, საქართველო
2017
მიმდინარე
0 კვ. მეტრი
კომპანია
გიორგი ქევანიშვილი, შორენა თაყაიშვილი, ბაქარ ზაქარაშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე