პროექტი მდებარეობს დაბა ბაკურიანში და წარმოადგენს სასტუმრო-საცხოვრებელი ტიპის შენობას. მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1645 მ2. ჯგუფმა შეიმუშავა როგორც შენობის, ასევე ტერიტორიის ფარგლებში მიწისქვეშა დამხმარე ფართის და ორ კორპუსს შორის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელის პროექტი. პროექტი შესრულებულია ნატურალური მასალების გამოყენებით და შერჩეულ ფერთა გამა ჰარმონიაში მოდის არსებულ ლანშაფტთან. უხეშად გამოყვანილი გეომეტრიული ფიგურები რომლებიც ნატურალური მასალებითაა დაფარული გულგრილს არავის დატოვებს. შენობა სრულად შეესაბამება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს და გამოწვევებს ბაზარზე. შენობას აქვს დამოუკიდებლად მდგომი სათავსო სივრცე. აღნიშნულ დამხმარე სათავსს კონსტრუქციული კავშირი არსებულ შენობასთან არ გააჩნია. დამხმარე სათავსი უკავშირდება კორპუსს ღია კიბით და ასევე ღია კიბით ხდება ჩამოსვლა ამ სათავსოში.
სასტუმროები
ბაკურიანი, საქართველო
2008
დასრულებული
2400 კვ. მეტრი
კერძო პირი
გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე