სასტუმრო მდებარეობს დაბა ფასანაურში, უნიკალურ გარემოში — სადაც მთა, ტყე და სუფთა ჰაერი ქმნის იდეალურ ატმოსფეროს. პროექტის არქიტექტურა დაფუძნებულია ადგილობრივი ლანდშაფტის და კლიმატური პირობების პატივისცემაზე. შენობა გამოირჩევა თანამედროვე ალპური სტილით — დახრილი სახურავები, დიდი ვიტრაჟები და ხის ტექსტურებით გაფორმებული ფასადი გარემოსთან ქმნის ჰარმონიულ კავშირს. დაგეგმარება მარტივად და ეფექტურად არის გადაწყვეტილი: პირველ სართულზე განთავსებულია სასტუმროს მიმღები, სასადილო სივრცე, სველი წერტილები და ტექნიკური ოთახები. მეორე სართულზე მოწყობილია სასტუმრო ნომრები, რომლებიდანაც იშლება ხედი ფასანაურის ტყეებსა და მთებზე. ტერიტორიის გარე სივრცე მოპირკეთებულია და გამწვანებულია, პროექტში გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომაც. აღნიშნული არქიტექტურული გადაწყვეტა პასუხობს როგორც ფუნქციურ, ასევე ესთეტიკურ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს კომფორტს სტუმრებისთვის.
საზოგადოებრივი
ფასანაური
2025
მიმდინარე
1069 კვ. მეტრი
-
-