კომპანია არქიდეა წარმოგიდგენთ მესტიაში ადგილობრივ გარემოსთან ჰარმონიულად შეთანხმებულ სასტუმროს კომპლექსის ესკიზს, რომლის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს მწვერვალი უშბა. პროექტის მიხედვით შენობაში განთავსდენა 145 ნომრიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. შენობაში და მის მიმდებარედ ყველა ის ფუნქციაა გადანაწილებული, რაც დამსვენებელს დაეხმარება დაუვიწყარი დროის გატარებაში. სასტუმროს ექსტერიერის ძირითადი ნაწილი ქვით არის მოპირკეთებული, რაც დიალოგში შედის ადგილობრივ არქიტექტურასთან. ტერიტორიაზე მოეწყობა ღია კაფე და სცენა ღონისძიებებისთვის. ასევე გამოყენებული იქნება მიმდებარედ მთიდან მომდინარე ნაკადული და მოეწყობა პატარა ტბა (წყლის სარკე).
სასტუმროები
მესტია სვანეთი, საქართველო
2019
მიმდინარე
14850 კვ. მეტრი
კომპანია
გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე