კომპანია არქიდეას მიერ შექმნილი ეს ესკიზური პროექტი მდებარეობს ოქროყანაში. ეს არის ბუნებასთან ჰარმონიული კავშირის და თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში. სასტუმრო, რომლის ხედები თბილისზე, მთაწმინდის პარკზე და თაბორის მთაზეა გადაშლილი. ფასადი მოპირკეთებულია ხის პანელებით და ტერასებს მიუყვება გამწვანებული აივანი. უწყვეტი ვიტრაჟი კი გარემოს კარგად აღქმას და ბუნებრივი განათების მიწოდების წყაროა. ტერიტორიის შესწავლის შემდეგ რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე ტერიტორიის არსებული ნიშნულიდან ქალაქზე პანორამული ხედების აღქმა ხდება, რამაც გადაგვაწყვეტინა პირველი სართულის მაქსიმალურად გახსნა, რათა შეგვენარჩუნებინა მწვანე სივრცის და ველური ბუნების შეგრძნება. სასტუმროს საერთო სამშენებლო ფართია 4300 კვადრატული მეტრი. შედგება სამი მიწისზედა და ორი მიწისქვეშა სართულისგან.
საზოგადოებრივი
ოქროყანა
2021
მიმდინარე
4300 კვ. მეტრი კვ. მეტრი
-
-