სასტუმრო მეტრო 300 არაგველთან

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ექვსსართულიან მრავალფუნქციურ შენობას, სადაც განთავსდება სასტუმრო და სტომატოლოგიური კლინიკა. მდებარეობს ქალაქ თბილისში, მეტროსადგურ 300 არაგველის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე. შენობა არის კარკასული ტიპის, კედლების შემავსებლად გამოყენებულია ბეტონის ბლოკი. ფასადის ნაწილი დაფარულია ვიტრაჟებით, ნაწილი მოპირკეთებულია დეკორატიული ქვებითა და ალუმინის კომპოზიტური პანელებით. პროექტის მიხედვით, აივნებზე გამოიყენება მინის მოაჯირები ლითონის სამაგრებით. ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებული იყო 4 საცხოვრებელი სართული და მე-5(ტექნიკური) სართული დამხმარე ფართებით და ტერასით .კორექტირებულ პროექტში შენობა მოიცავს ასევე -1 სართულს რა დონეზეც მოეწყო გამწვანების ზოლი. საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საზოგადოებრივი სივრცის - მეტრო სადგურის მიმდებარედ. შენობია კარგად ეწერება არსებულ არქიტექტურულ გარემოში და ერთიანი ლანშაფტის ნაწილი ხდება.

სახეობა

სასტუმროები

მდებარეობა

თბილისი, საქართველო

წელი

2013

სტატუსი

დასრულებული

ფართი

0 კვ. მეტრი

მომხმარებელი

კომპანია

არქიტექტორთა გუნდი

გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი

ახალი პროექტები