პროექტირების მიზანი არსებული, ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციაა, მისი გეგმარებითი სქემის გაუმჯობესებისა და საცხოვრებელი ფართის გაზრდის ხარჯზე. საპროექტო ტერიტორია ხასიათდება სწორი რელიეფით და მასში მოწყობილია მრავალწლოვანი ხეებით შექმნილი ეზო. რეკონსტრუქციის ფარგლებში იგეგმება სართულის დაშენება და შენობის გაფართოვება დასავლეთის მიმართულებით. ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ცეცხლგამძლე, ბეტონის ფაქტურის მქონე, ფიბრო-ცემენტის ფილები და ნატურალური ხის ფაქტურის მქონე wpc პანელები.
აგარაკები
თბილისი, საქართველო
2021
მიმდინარე
650 კვ. მეტრი
კერძო პირი
დავით ელიზბარაშვილი, ნოდარ ჩარკვიანი, სალომე ჯავახიძე