ლაფარჟის ბეტონის ქარხანა

ლაფარჟ ჰოლციმი შეიქმნა 2015 წელს, სამშენებლო სექტორის ორი უპირობო ლიდერის, ფრანგული ლაფარჟისა და შვეიცარული ჰოლციმის შერწყმის შედეგად. კომპანია წარმოდგენილია 90 ქვეყანაში და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში. კომპანიაში დასაქმებულია 115 000 თანამშრომელი და ფლობს 2500-ზე მეტ ქარხანას მთელს მსოფლიოში. როცა საწარმოს დაპროექტებაზე მიდგა საქმე, ჯორჯიან ბეტონ კომპანიმ არქიდეას არქიტექტორთა ჯგუფს მოგვმართა, გამომდინარე იქედან რომ მათ ყველაზე კარგად ესმით სიმყარის, სანდოობის და ბაზარზე მდგრადი კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული ბეტონის ქარხანის განახლება (რეკონსტრუქცია). ახალი ტექნოლოკიური სქემის მიხედვით, ჩვენი გუნდის მიერ, დამუშავებული იქნა 10 ერთეული არქიტექტურული შენობა-ნაგებობის პროექტი, მთლიანობაში კომპლექსის საპროექტო სასარგებლო ფართობი არის 406 კვ.მ. ამ ფართში არ შედის საწარმოო ნაგებობების მოცულობა. ამ ეტაპისათვის ობიექტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და შესულია ექსპლუატაციაში.

სახეობა

ინდუსტრიული პროექტები

მდებარეობა

თბილისი, საქართველო

წელი

2017

სტატუსი

მიმდინარე

ფართი

406 კვ. მეტრი

მომხმარებელი

ლაფარჟ ბეტონ ჯორჯია

არქიტექტორთა გუნდი

გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე

ახალი პროექტები