არქიდეა წარმოგიდგენთ ქალაქ მცხეთაში მდებარე ერთბინიან საცხოვრებელ სახლს. შენობა შედგება ორი მიწისზედა სართულისგან. არქიტექტურული მოცულობა მარტივი, სწორკუთხა გეომეტრიით ხასიათდება. ფასადი წარმოადგენს მონოლითური რკინა-ბეტონის კედლების, აგურით მოპირკეთებული კედლებისა და ალუმინის ვიტრაჟების ერთობლიობას. რელიეფის მახასიათებლის შენარჩუნების მიზნით შენობის განლაგება ტერასების პრინციპით მოხდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლისთვის გაჩნდა განსხვავებული ფუნქციური სათავსები.
აგარაკები
მცხეთა, საქართველო
2020
დასრულებული
220 კვ. მეტრი
კერძო პირი
ნოდარ ჩარკვიანი, დავით ელიზბარაშვილი