მეღვინეობა მუკუზანი

მუკუზანის საწარმო წარმოადგენს ღვინის ქარხნის მოდელის იმ ნათელ მაგალითს, რომელშიც სრულ ჰარმონიაშია თანამედროვე სტილი და საქმიანობისათვის აუცილებელი დაგეგმარების სპეციფიკა. პროექტი შედგება სამი ფუნქციურად განსხვავებული შენობა-ბლოკისაგან.(ა, ბ და ც ბლოკისაგან). გათვალისწინებულია მწვანე საფარი, რომელიც ემსახურება შენობის არასტანდარტული დიზაინის დაახლოებას რეგიონის გეოგრაფიასთან. საპროექტო ნაგებობა შემდეგი ტიპის სივრცეებად ნაწილდება: ღვინის საწარმოო და ჩამოსასხმელი სივრცე, ღვინის საცავი, სამეურნეო დანიშნულების საქონლის საცავი და საოფისე სივრცეები. პროექტი სრულად შეესაბამება უსაფრთხოების ყველა თანამედროვე პრინციპსა და ნორმას, მათ შორის გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოებაც. პროექტს გააჩნია დამოუკიდებელი საავტომობილო შესასვლელი.რაც შეეხება თავად პროექტის დიზაინს, აღნიშნულის ინსპირაციას წარმოადგენს მთათა ჯაჭვის პანორამული ხედი, რომელიც იშლება არსებული ქარხნიდან. შენობა ნაგებობის ბოლო სართული წარმოადგენს თოვლით დაფარული მთის მწვერვალის იმიტაციას რაც პირველი სართულის გამწვანებულ ზოლს კიდევ უფრო მჭიდროდ აკავშირებს ბუნებრივ ვიზუალთან ხოლო ბუნებრივი მასალების გამოყენება (მათ შორის ქვა და მეტალი) კრავს სრულად კომპოზიციას და ხელოვნების ნიმუშად აქცევს მას.

სახეობა

ინდუსტრიული პროექტები

მდებარეობა

მუკუზანი კახეთი, საქართველო

წელი

2017

სტატუსი

მიმდინარე

ფართი

0 კვ. მეტრი

მომხმარებელი

კერძო პირი

არქიტექტორთა გუნდი

გიორგი ქევანიშვილი, შორენა თაყაიშვილი, ბაქარ ზაქარაშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე

ახალი პროექტები