საცხოვრaებელი სახლი ფალიაშვილზე

შენობა-ნაგებობა მდებარეობს ქ. თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე, პრესტიჟულ უბანში. არქიტექტურულ-მხატრული და საინჟინრო ხელოვნების თვალსაზრისით, განხილულ ტერიტორიაზე განსაკუთრებულად მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ობიექტი გამოვლენილი არ არის. აქ ქუჩის ამ მონაკვეთზე დომინანტი შენობები არის მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. არქიტექტორთა გუნდის მიერ დაპროექტებული შენობა არის შერეული ტიპის, ის შედგება მიწისზედა 10 სრული სართულისგან, სადაც პირველი და მეორე სართულები დაეთმობა საოფისე და კომერციული დანიშნულების ფართებს. შენობის სარდაფის დონეზე მოეწყობა ავტოსადგომები.შენობის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ბუნებრივი მასალები. ტერიტორიის სიმცირის გამო შენობა ვითარდება ვერტიკალურად, ამასთანავე - ტერასულად, სადაც მოეწყობა გამწვანებული სივრცეები რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ მწირი გამწვანების პრობლემას ნაწილობრივ შეამსუბუქებს და ტერიტორიისთვის არამარტო ვიზუალური არამედ ქმედი სარგებლის მომტანი იქნება.

სახეობა

საცხოვრებელი

მდებარეობა

თბილისი, საქართველო

წელი

2014

სტატუსი

დასრულებული

ფართი

333 კვ. მეტრი

მომხმარებელი

კერძო პირი

არქიტექტორთა გუნდი

გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე

ახალი პროექტები