კომპანია არქიდეას მიერ შესრულებული სამკერვალო ფაბრიკის პროექტი მდებარეობს ქ.თბილისში, წალენჯიხის ქუჩაზე (კახეთის გზატკეცილი). შენობის საპროექტო ფართობი 4180 კვადრატული მეტრია. შენობა შედგება 1 მიწის ქვედა და 3 მიწისზედა სართულისაგან. შენობა წარმოადგენს რკინა-ბეტონის კარკასულ ნაგებობას, ნაწილობრივ მოპირკეთებულია აგურით და ფასადზე განთავსებული ვიტრაჟები მას ბუნებრივი განათებით ამარაგებს. სამკერვალო ფაბრიკა „მატერია“-ს ინტერიერი ლოფტის ტიპისაა, სადაც საწარმოსთვის საჭირო სივრცეები და შოურუმია მოწყობილი.
ინდუსტრიული პროექტები
თბილისი, საქართველო
2015
დასრულებული
4180 კვ. მეტრი
მატერია
გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე