წარმოგიდგენთ კომპანია არქიდეს მიერ შექმნილ ესკიზურ პროექტს დაბა გუდაურში. კომპლექსის დაგეგმარების საფუძვლად აღებულია ქართული მთის სოფლებისთვის დამახასიათებელი გეგმარებითი კარკასი ხოლო ეს ყველაფერი მორგებულია ევროპული მოედნების პრინციპებზე, რათა შეიქმნას ქართული ტრადიციული და ევროპული არქიტექტურის ჰარმონიული ნაზავი. ეს მრავალფუნქციური კომპლექსია და ის შედგება: აპარტამენტების, სასტუმრო-სპა ცენტრის, გასართობი და სპორტული სივრცეებისგან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ტერიტორიის ოთხივე სეზონზე დატვირთვას. რელიეფი დაგეგმარდა დამოუკიდებელი ბლოკებისგან, რაც შიდა ეზოს ქმნის და გადანაწილდა შემდეგ ფუნქციებით: პირველი ეზო განკუთვნილი იქნება ღია კაფეების და რესტორნებისთვის, მეორე ეზო არის კომპლექსის ცენტრალური ნაწილი, სადაც განთავსდება საახალწლო ნაძვის ხე და ამფითეატრის პრინციპით გადანაწილებით სივრცე დამატებით გამოყენებული იქნება სხვადასხვა საკონცერტო ღონისძიებისთვის. ამ მოედნის გარშემო ასევე განთავსდება სპა ცენტრი და კონსოლურად გადაკიდებული ღია საცურაო აუზი. ასევე განთავსდება ატრაქცია ყველაზე მაღალი თაღოვანი ხიდი, თაღზე დაკიდებული საქანელით და გადასახედი ბაქნით, რასაც ასოციაციურად გადავყავართ სალავადორ დალისეულ სიურეალიზმის სამყაროში. კომპლექსის მესამე ეზოში განთავსდება უნივერსალური სპორტული მოედანი, რომელიც ზამთარში გადაკეთდება საციგურაო მოედნად. კომპლექსის კომპოზიციურ ღერძად განთავსებული იქნება კოშკი, რომლის ბოლო სართულზე განთავსდება 360 გრადუსიანი გადმოსახედი სივრცე. შენობების მოსაპირკეთებლად გამოიყენება ადგილობრივი ბუნებრივი ქვა, ბეტონისა და ხის კომბინაციით. ასევე ფასადების ნაწილი მოპირკეთდება აგურის ფაქტურით, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს ძველისა და ახალის, ტრადიციულისა და თანამედროვე ფორმების ჰარმონიულ მონაცვლეობას, რაც კომპლექსისთვის სახასიათო და გამორჩეული იქნება.
საზოგადოებრივი
გუდაური
2021
მიმდინარე
15200 კვ. მეტრი
-
-