აღნიშნული პროექტი მდებარეობს მცხეთაში, ნატახტარის მიმდებარე ტერიტორიაზე. უშუალოდ საპროექტო ტერიტორიაზე განლაგებულია ხუთი შენობა, რომელიც გათვლილია საწარმოო სივრცედ და წარმოადგენს ნატახტარის წყლის ჩამომსხმელ ქარხანას. ტერიტორია შემოღობილია ბეტონის ფილების ღობით. დაგეგმარების ეტაპზე დაიგეგმა სარემონტო სამუშაოები საოფისედ განკუთვნილ შენობაზე. იგი შესრულდა ბლოკის კედლებისა და ალუმინის ვიტრაჟების ერთმანეთთან შერწყმით. ფასადი მოპირკეთდა ტრავერტინის ფილით. ხოლო გადახურვა შესრულდა ალუმინის პანელებით. ასევე მოხდა ერთ ერთი შენობის აღდგენა და რესტავრირება. არსებული ბკოლის კედლების დემონტაჟის შემდეგ, კედლები გამოიყო სენდვიჩის პანელის საშუალებით და გამყარდა სახურავის საფარველი. აღნიშნული პროექტი კარგი მაგალითია თუ როგორ ესმის ჯგუფს რესურსების მრავალფეროვანი გამოყენება. კერძოდ დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ნაშალი მასალა გამოყენებული იქნა ტერიტორიაზე მისასვლელი გზების მოსამზადებელ ფუძედ, რომელიც გათვლილია, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მანქანების სიმძიმესთან გასამკლავებლად. ლითონის ნარჩენები დასაწყობდა ტერიტორიაზე შემდგომი გამოყენების მიზნით.
ინდუსტრიული პროექტები
ნატახტარი, საქართველო
2017
დასრულებული
30187 კვ. მეტრი
ჯორჯიან უოთერ ლანდ.
გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე