ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის რეზიდენცია ერთერთი უძველესი ისტორიული კომპლექსია საქართველოს ტერიტორიაზე.პროქტი განლაგებულია წინანდლის რეზიდენციის სამხრეთ მხარეს და თავისთავში მოიცავს რამოდენიმე რესტორანს, საცურაო აუზს , ტბორს, სამეჯლისო დარბაზს და ხუთ ვარსკვლავიან სასტუმრო კომლპექსს რომელშიც აღნიშნული სასტუმროს ოპერირებას განახორციელებს რედისონი. აღნიშნული პროექტი ეკუთვნის ესპანელ არქიტექტორ დემიენ ფიგუერესს, და მთლიანად ერწყმის არსებულ ლანდშაფტსა და არსებულ ისტორიულ შენობა ნაგებობებს, რაც ისტორიული წინანდლის რეზიდენციასთან ერთად, ცოცხალ პოეზიად ევლინება ვიზიტორს. ფასადის მოპირკეთებად გამოყენებულია გამწვანებული ფასადი. ხოლო ინტერიერი კი გადაწყვეტილია მოდერნის სტილში ნეოკლასიკური ჩანართებით. ეს ყველაფერი, ისტორიულ შენობასთან ჰარმონიაში ქმნის შთაბეჭტილებას, რომ სტუმარი თავადაა ამ სიმწვანის ნაწილი და ბუნებასთან სრულ სინქრონირებას ახერხებს მისი გონებრივი და სულიერი მდგომარეობის ნირვანაში გადაყვანით. დომინანტი მწვანე ფერი კი სიმშვიდის სტაბილური არსებობის გარანტია. ჩვენი მხრიდან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ახალი სასტუმრო კომპლექსის სამშენებლო არქიტექტურული დოკუმენტაციის მომზადება და მშენებლობის პროცესში ხორციელდებოდა ობიექტის არქიტექტურული მენეჯმენტი (მართვა). სასტუმრო დაგეგმილია 128 ერთეულ საძინებელ ნომერზე. მთლიანობაში საპროექტო მოცულობა შეადგენს 12000 კვ მ სასარგებლო ფართს სათავსოებს.
სასტუმროები
წინანდალი, საქართველო
2017
დასრულებული
12000 კვ. მეტრი
რედისონ ბლუ
გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე, დემიენ ფიგუერესი