სავაჭრო ცენტრი თელავში

საპროექტო ტერიტორია, საერთო ფართობით 27 774 კვ.მ, მდებარეობს თელავის პერსპექტიული განაშენიანების არეალში. გარშემორტყმულია ისეთი სტრატეგიული ობიექტებით, როგორიცაა სურსათის ეროვნული სააგენტო, შსს და სპორტის სასახლე. პროექტი ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის განვითარების გეგმას და არსებულ საგზაო ქსელს.შენობის ექსტერიერი წარმოადგენს აგურისა და მინის ვიტრაჟების სინთეზს. ეს კომბინაცია ქმნის ავთენტურ, თუმცა თანამედროვე იერსახეს, რომელიც პატივს სცემს თელავის ტრადიციულ არქიტექტურულ ხასიათს და ამავდროულად ნერგავს თანამედროვე სტანდარტებს. შენობა შედგება ორი ძირითადი დონისგან: 0 სართული: კომერციული ფართები, -1 სართული: სასაწყობე სივრცეები, რომლებიც კომერციულ ზონას უკავშირდება სატვირთო ლიფტებითა და კიბის უჯრედებით. მომარაგებისთვის გამოყოფილია დამოუკიდებელი გზა სატვირთო ავტომობილებისთვის ჩრდილოეთის მხრიდან.

სახეობა

საზოგადოებრივი

მდებარეობა

თელავი

წელი

2025

სტატუსი

მიმდინარე

ფართი

27 774 კვ. მეტრი

მომხმარებელი

-

არქიტექტორთა გუნდი

ლევან ჟორჟოლიანი, გიორგი ქევანიშვილი

ახალი პროექტები