საუნივერსიტეტო ქალაქი არის არქიდეას მორიგი კონცეპტუალური პროექტი, რომელიც შედგება: მთავარი შენობის, სტუდენტების საერთო საცხოვრებლებისა და სპორტული კომპლექსისგან. მთავარი შენობა წარმოადგენს სამ ცალკე მგომ სასწავლებელ კორპუსს, რომელსაც აქვს გამორჩეული ოვალურხაზიანი შემინული ფასადი, ამ ყველაფერს აერთიანებს საერთო გამწვანებული სივრცე. მთავარი ქუჩიდან შემოსვლილსას, ეზოში იშლება საუნივერსიტეტო შენობის ხედი შადრევნითა და რელიეფზე ბუნებრივად გაყოლილი კიბით. კამპუსში გათვალისწინებულია საცხოვრებელი სივრცე სტუდენტებისთვის, კაფე და სპორტული მოედნები- ტრენაჟორების დარბაზით საშხაპეებით და აუზით. არქიდეას ეს საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი წარმოადგენს სტუდენტებისთვის მორგებულ კომფორტულ, თანამედროვე და უსაფრთხო გარემოს, რომელიც ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანეს წლებს ნამდვილად დასამახსოვრებელს გახდის.
საზოგადოებრივი
-
2023
კონცეპტუალური
- კვ. მეტრი
-
-