⚪შესასვლელი: კურორტი ვარციხის ეს ნაწილი წარმოადგენს კომპლექსის მთავარ შესასვლელს. ის შედგება ორი ნაწილისგან და ჯამში მოიცავს 335კვ.მ ფართობს. პირველი ნაწილი წარმოადგენს კომპლექსის ტერიტორიაზე შესასვლელს, ხოლო მეორა ნაწილი არის მთავარი შესასვლელი სტუმრებისთვის, სადაც ასევე განთავსებულია პარკინგი 46 მანქანაზე. აქვე არის მიმღები სადაც სტუმრებს შუეძლიათ გაიარონ რეგისტრაცია და აიყვანონ ელექტრომობილი შიდა ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის. ⚪ისტორიული შენობა: ანანოვების სასახლის ისტორიული შენობა კომპლესის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მთელი კომპლექსის ვიზუალურ-მხატვრული სტილი ამ შენობისგან არის ნაკარნახევი. აქ განთავსებული იქნება სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეები, როგორიცაა ღვინის ბარი, რესტორანი, ბიბლიოთეკა და საკონფერენციო ოთახები. შენობის ჯამური ფართობი შეადგენს 1350 კვ.მ. ⚪რესტორანი: რესტორანი წარმოადგენს კომპლექსის თანამედროვე ნაწილს. ის განლაგებულია 600 კვ.მ ფართობზე და გათვლილია დაახლოებით 50 სტუმარზე. იგი მოიცავს როგორც საზოგადოებრივ სივრცეს, ასევე შენობის საოპერაციო ნაწილს. ამ შენობაში ასევე განთავსებული კოტეჯების მომსახურე პერსონალის სივრცეები. შენობას ასევე გააჩნია ღია ტერასა, ხოლო დარბაზის ფასადი არის ტრანსფორმირებადი რომელიც ზამთარში დახურული, ხოლო ზაფხულში ღია შეიძლება იყოს. ⚪კოტეჯები: კურორტ ვარციხის კომპლექსის ტერიოტორიაზე განთავსებულია 2 ორი ტიპის კოტეჯი: ა ტიპის არის ინდივიდუალური და ბ ტიპის არის საოჯახო ტიპის. ა ტიპის კოტეჯი მოიცავს 50კვ.მ ტერიტორიას და ასევე აქვს 20კვ.მ ტერასა. ბ ტიპის კოტეჯი არის 118 კვ.მ ფართობის, აქვს ორი მასტერ საძინებელი ინდივიდუალური ტერასით და ორი მისაღები სივრცე. ჯამში ტერიტორიაზე განთავსებულია 4 ცალი ა ტიპის კოტეჯი და 1 ბ ტიპის კოტეჯი. ⚪აუზი და სპა: კოპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელიც შედგება ღია აუზისა და სპა ცენტრისგან. ღია აუზი და ბარი განთავსებულია 920 კვ.მ ტერიოტორიაზე, ხოლო სპა შეადგენს 265 კვ.მ. სპა ცენტრი შედგება სხვადასხვა სივრცეებისგან როგორიცაა, სველი და მშრალი ტიპის საუნები, სამასაჟე ოთახები, მოსასვენებელი სივრცე აუზით, იზოლირებული ლოქერები და შიდა ეზოები. ის ჩაფლული ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ გამწვანებაში და მაქსიმალურად ორიენტირებულია დამსვენებლის განტვირთვასა და სიმყუდროვეზე.
საზოგადოებრივი
-
2022
კონცეპტუალური
- კვ. მეტრი
-
-