პროექტი სტილისტიკური თვალსაზრისით, მოდერნის სტილის შენობას წარმოადგენს, ქ.თბილისში ბარნოვის ქუჩაზე და ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი წარმომადგენელია ქალაქის მასშტაბით. ტერიტორია რთული რელიეფით გამოირჩევა. დონეთა შორის სხვაობა 20-21 მეტრია. შენობას ასევე ესაზღვრება საავტომობილო გზები და კერძო საკუთრებაში არსებული მიწები, რომელზეც განთავსებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, შენობის ძირითადი სტრქუქტურული სისტემა წარმოადგენს რკინაბეტონის კარკასულ რიგელიან სტრუქტურას, ბლოკის შემავსებლით. შენობის საძირკველად გათვალისწინებულია კომბინირებული საძირკველი ხიმინჯების და ფილის სახით. ძირითად მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენებული არის ქართული აგური, მეტალის ფაქტურიანი კომპოზიტური პანელები და შემინული ფასადი (ვიტრაჟი). ვიზუალური თვალსაზრისით შენობა ნეიტრალური, გამჭირვალევალე და ჰაეროვანია, რაც თავის მხრივ არ ეწინააღმდეგება გარემოს ისტორიულ განლაგებას და არსებულ სივრცეში არ აღიქმება უცხო ორგანიზმად. რაც შეეხება პროექტის ფუნქციურ დავირთვას, იგი წარმოადგენს ტერასულად განლაგებულ საოფისე ნაგებობას. პროექტი შედგება ტერასულად განლაგებული 5 მიწისზედა სართულისაგან და 1 მიწისქვეშ განლაგებული პარკინგის დონისგან. პარკინგის დონეზე განთავსებულია 11 ავტოსადგომი, ასევე ტერიტორიაზე გამოყოფილი იქნება ფართობი ღია ავტოსადგომებისთვის. აღნიშნულ შენობაში მთლიანობაში დაგეგმილია 3000 კვ.მ საოფისე და ოფისის დამხმარე ფუნქციის სათავსოების მოწყობა. საპროექტო ტერიტორიაზე მაქსიმალურადაა შენარჩუნებული მწვანე საფარი და ერთ მხარეს დაგეგმილია განთავსებულ რთულ რელიეფზე ტერასულად განლაგებული ბაღის მოწყობა, რომელიც შეუერთდება შენობის ტერასებს.
ინდუსტრიული პროექტები
თბილისი, საქართველო
2017
მიმდინარე
0 კვ. მეტრი
კომპანია
გიორგი ქევანიშვილი, შორენა თაყაიშვილი, ბაქარ ზაქარაშვილი, დავით ელიზბარაშვილი, ბესიკ თუთბერიძე