ვილა წყნეთი

აღნიშნული პროექტი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ, ბაგების სატყეო უბანში და წარმოადგენს კლასიკურ სტილში შესრულებულ ინდივიდუალურ საცხოვბრებელ სახლს. შენობის ფასადზე გამოიყენება დეკორატიული ლესვა, რომელიც შეიღებება თეთრ ფრად, შენობის მზიდი კონსტრუქცია არის რკინაბეტონის კარკასი. ასევე ცენტრალური ფასადი გაფორმებულია კოლონებიანი პორტიკით რაც შენობის სტილისტიკას მეტად უსვამს ხაზს. ფანჯრის ჩარჩოები და შენობის კუთხეები გაფორმებულია კარნიზებით. აივნის მოაჯირები დამუშავდება ლითონის მხატვრული ნაჭედი ორნამენტებით. ცოკოლი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით. ტერიტორია ამჟამად არის თავისუფალი. იგი ხასიათდება ბუნებრივი გამწვანებით, სწორი საფარითა და ხე-ტყის მრავალფეროვნებით. სახლის მშენებლობისათვის გამოყენებული მასალების ბუნებრიობა ჰარმონიაში მოვა ბუნებრივ ლანდშაფტთან და არ იქნება ამოვარდნილი ერთიანი პეიზაჟიდან ხოლო აივნების დაგეგმარება ერთიორად სასიანოვნოს გახდის მაცხოვრებლისათვის აღნიშნული ტერიტორიით სარგებლობას.

სახეობა

აგარაკები

მდებარეობა

წყნეთი კაკლები თბილისი, საქართველო

წელი

2014

სტატუსი

დასრულებული

ფართი

800 კვ. მეტრი

მომხმარებელი

კერძო პირი

არქიტექტორთა გუნდი

გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი

ახალი პროექტები