3 ოქტომბერს არქიდეას არქიტექტორთა ჯგუფი, დემიენ ფიგუერესთან ერთად, ესტუმრა წინანდალში მიმდინარე მშენებლობას, სადაც დემიენმა ისაუბრა პროექტზე. დემიენ ფიგუერესი ბარსელონელი არქიტექტორია რომელმაც განათლება ბარსელონისა და ლონდონის უნივერსიტეტში მიიღო. მან ისაუბრა ესპანეთისა და ბრიტანეთის მიდგომებზე არქიტექტურის მიმართ, კერძოდ ხაზი გაუსვა შემდეგს, რომ ესპანეთის არქიტექტორთა სკოლამ მას მეტწილად ტექნიკური განათლება მისცა, ხოლო ბრიტანეთის მიდგომა კი ხელოვნების ნიმუშისადმი სწრაფვას უკავშირდება და ძირითადად იმაზეა ორიენტირებული, თუ როგორ ცდილობს არქიტექტორი უკეთესობისაგენ შეცვალოს სამყარო. სწორედ ამ ორი სკოლის განათლება გამოადგა მას პროექტზე მუშაობისას. დემიენის თქმით პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისთვის რადგანაც აღნიშნული პროექტი უკავშირება მის ოჯახს. პროექტი მან დედასთან ერთად შეიმუშვა. ამ პროექტის ინსპირაცია ქართული ბუნება იყო, რომელმაც იგი თავისი სიმწვანით მოაჯადოვა. დემიენმა საუბრისას თქვა რომ მას დედასთანაც კი აიგივებს. დემიანმა ხაზი გაუსვა, რომ მართალია პროექტში უამრავი ადამიანი იყო ჩართული, არქიდეას არქიტექტორთა გუნდთან ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა განსხვავებით სხვა გუნდებისაგან რომლებთანაც რიგ სირთულეებს ქონდა ადგილი.