Archidea წარმოგიდგენთ მოძრავ სტენდს ჩაის მწარმოებელი კომპანია რენეგეიდისთვის. ეს გახლავთ ერთგვარი ექსპერიმენტული მაღაზია, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი წარმოების ჩაი. Renegade არის კომპანია, რომელიც ჩამოაყალიბეს ესტონელმა და ლატვიელმა მეგობრებმა, ისინი დასავლეთ საქართველოში აწარმოებენ ქართულ ჩაის და ევროპის სხვა ქვეყნებსაც აცნობენ ადგილობრივი პროდუქტის განსაკუთრებულ არომატებსა და ავთენტურ გემოს.