პროექტი მდებარეობს ქ. თბილისში (ლისი) სოფელ აგარაკების ტერიტორიაზე. საპროექტო მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 750,00 მ2. აღნიშნულ ნაკვეთზე შენობა ნაგებობები განთავსებული არ არის. ტერიტორია გამოირჩევა რელიეფურობით. პროქტი შედგება 1 მიწისზედა სართულისაგან, რომლის განაშენიანების ფართობი არის 224.3 მ2. კონსტრუქციული თვალსაზრისით შენობა წარმოადგენს კარკასულ ნაგებობას. გათვალისწინებულია მოპირკეთება სამშენებლო ბლოკით, ხოლო შიდა კედლებისთვის სატიხრე ბლოკით. შენობა არის ბრტყელი გადახურვით, რომელსაც გააჩნია დათბუნება და წყლის გადაყვანისთვის აუცილებელი ქანობები. შენობის ფასადი გალესილი და მოპირკეთებულია დეკორატიული ნალესით, რომელიც შეღებილია თეთრ ფრად, კედლების ნაწილი მოპირკეთებულია აგურით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სახურავზე ტერასის მოწყობა რომელზეც ვხვდებით შენობაში არსებული ცენტრალური კიბიდან. ფანჯრებად გამოყენებული იქნება ანოდირებული, მუქი ნაცრისფერი ალუმინის ვიტრაჟები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საცურაო აუზის მოწყობა და ტერიტორიაზე მწვანე ხე ნარგავების განთავსება. პროექტის გეომეტრიული ფორმები სრულ ჰარმონიაშია ლანშაფტურ დიზაინთან.
აგარაკები
თბილისი, საქართველო
2014
დასრულებული
150 კვ. მეტრი
კერძო პირი
გიორგი ქევანიშვილი, დავით ელიზბარაშვილი